იაგო ხვიჩია: გვამუნათებენ იმ ადამიანებს, ვინც შეთანხმებისთვის იბრძოდა, ეს შეთანხმება მორალურია თავისი შინაარსით
“შეთანხმებაზე ხელმოწერა და პარლამენტში შესვლა პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას გათავისუფლების საფუძველია”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, შეთანხმება თავისი შინაარსით მორალურია.
„ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტში იქნება კონვენციური დათქმა და თუ ვინმეს მიერ გამოიკვეთება არაადამიანური მოპყრობის ჩადენა ამნისტია არ შეეხება. ეს კარგი ტესტია, მორალთან პრობლემა რომ არ გვქონდეს, ასეთ ხალხს ამნისტია შეახეთო. ამ პროცესში ოპოზიცია ორ პოლიტპატიმარს ასახელებდა, რომელთა გადაწყვეტამდეც კონფლიქტის მოგვარებას არ ვუშვებდით. ამნისტიის ყველა პუნქტი იყო ამ საკითხის მოსაგვარებლად, რომ ეს ადამიანები გარეთ ყოფილიყვნენ. ეს პუნქტები არ ყოფილა შესაძლო დამნაშავე პოლიციელების დასაცავად. ხალხი აქციით იმუქრება, რომ ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა, მას ტალახი ესროლონ. შეთანხმებაზე ხელმოწერა და პარლამენტში შესვლა საფუძველია პრეზიდენტის მიერ რურუას გათავისუფლების, რომელიც ციხეში ტყუილად ზის. წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ არიან რურუას მეგობრები, მაგრამ ჩვენ გვამუნათებენ იმ ადამიანებს, ვინც შეთანხმებისთვის იბრძოდა და ეს შეთანხმება მორალურია თავისი შინაარსით. მინდა, ამ უცნაურობაზე დავაფიქრო საზოგადოება. ნიკა მელიას ვთხოვდი, რომ მასზეა დამოკიდებული რაღაცნაირად შეთანხმების ამბავი. ის თუ იქნება შეთანხებისკენ განწყობილი, შეთანხმებას მეტი შანსი აქვს. ვფიქრობ, რომ ციხიდან ყველაზე კარგი გამოსვლა იქნებოდა ის, რომ ნიკა მელია იქნებოდა მთავარი შემრიგებელი, მთავარი მოჩხუბარი კი არა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.