სალომე ზურაბიშვილი ინდოელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ინდოეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებას “ტვიტერზე” ეხმაურება და ინდოელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.

„ინდოელი ხალხი ძლიერი და შეუპოვარია. რაც ახლა COVID-ის ინფექციების ახალ ტალღასთან დაკავშირებით ხდება, ტრაგედიაა და, სოლიდარობის ნიშნად, საქართველო ინდოეთის გვერდით დგას. თქვენზე ვფიქრობთ. ამ სიტუაციიდან ყველა ახალი იმედითა და ახალი ძალით გამოვალთ“, – წერს ზურაბიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები