ირაკლი ქადაგიშვილი: სასურველად ჩაითვალა, რომ პარლამენტის სპიკერი იყოს ადამიანი, რომელიც უფრო ნეიტრალური პოზიციონირებით იქნება აღქმული ყველას მხრიდან

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მძიმე მოლაპარაკებებში იყო ჩართული.

აქედან გამომდინარე, ქადაგიშვილის თქმით, სასურველად ჩაითვალა, რომ პარლამენტის სპიკერი იყოს ადამიანი, რომელიც უფრო ნეიტრალური პოზიციონირებით იქნება აღქმული ყველას მხრიდან.

“აქტიურად იყო ჩართული მძიმე პოლიტიკურ მოლაპარაკებებში. მას შემდეგ, რაც პარლამენტში ვითარება თვისობრივად უნდა შეიცვალოს, სასურველად ჩაითვალა, რომ პარლამენტის სპიკერი იყოს ამ პროცესებისაგან დისტანცირებული ადამიანი, რომელიც უფრო ნეიტრალური პოზიციონირებით იქნება აღქმული ყველას მხრიდან და შეასრულებს პარლამენტის სპიკერის მოვალეობას”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ, არჩილ თალაკვაძის გადადგომის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა დაინიშნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები