პაატა იმნაძე: დღეს ჩვენ ვიცით, რომ ვაქცინა მინიმუმ ექვსი თვე ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში კარგად მუშაობს

“დღეს ჩვენ ვიცით, რომ ვაქცინა მინიმუმ ექვსი თვე ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში კარგად მუშაობს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით კვლევები გრძელდება.

„ქვეყნებში ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია დეკემბერში დაიწყო. დღეისათვის იმის თქმა, რამდენ ხანს დარჩება იმუნიტეტი, ერთი წელი მაინც თუ იქნება, ეს მომავალი წლის დეკემბრამდე მაინც უნდა ვნახოთ. ეს კვლევები, რა თქმა უნდა, მუდმივად მიდის, მაგრამ ერთ-ერთი მოსაზრება არის, რომ შეიძლება, შემახსენებელი ვაქცინაცია დასჭირდეს ადამიანს.

დღეს ჩვენ ვიცით, რომ ვაქცინა მინიმუმ ექვსი თვე ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში კარგად მუშაობს. იგივე გრიპს თუ ავიღებთ, ვიცით, რომ თითქმის ყოველწლიურად გრიპზე თავიდან უნდა აიცრას ადამიანი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები