მეუფე ნიკოლოზი: რაც ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება, არის სირცხვილი

“რაც ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება დღეს, ეს არის სირცხვილი”, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი დალაგდება.

“რაც ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება დღეს, ეს არის სირცხვილი, სამარცხვინო საქციელია, როგორ იქცევიან ადამიანები, ვინც თავიანთ თავს მორწმუნეებს უწოდებენ. ეს რა საქციელია, რა მანერებია, რა ზრდილობაა, რა ქრისტიანობაა, მე არ ვიცი. ვინ სად წაიკითხა წიგნში ასეთი რამე. მე მინდა დაგარწმუნოთ ყველანი, რომ აუცილებლად დალაგდება ყველაფერი, მოწესრიგდება”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, მარტვილში, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვის დაწყებამდე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. სასულიერო პირების ნაწილმა, რომელიც ჭყონდიდელ მიტროპოლიტ, მეუფე სტეფანეს არ ემორჩილება, ტაძარში ადგილობრივი ბიზნესმენის კლიმენტი კეკუტიას გამოჩენა გააპროტესტეს, შემდეგ კი მეუფე სტეფანეს ტაძრის შესასვლელთან დახვდნენ. მეუფე სტეფანე ტაძარში პოლიციის დახმარებით შევიდა. მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები