ზურაბ ჯაფარიძე: არავინ აპირებს, რომ ამნისტია ჯალათებს შეეხოს
“არავინ აპირებს, რომ ეს ამნისტია ბრძანების გამცემებს, ჯალათებს შეეხოს, ეს ამ შეხვედრის საერთო ატმოსფერო იყო”, – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, არავინ აპირებს, რომ ამნისტია ჯალათებზე დაიშვას.
„არავინ აპირებს, რომ ეს ამნისტია ჯალათებს შეეხოს, ბრძანების გამცემებს. ეს იყო საერთო ატმოსფერო ამ შეხვედრის, ასე იქნება პოზიციონირება ჩვენი მხრიდან. 3 პოლიციელია, როგორც თვითონ ამბობენ. მადლობა, ყველას ვინც გვაკრიტიკებდა, ვინც მოგვიწოდებდა – ასე არ ქნათ, ისე არ ქნათ. ისედაც არავინ არ აპირებდა, მე როგორც გავარკვიე მსგავსი რამის დაშვებას“, – განაცხადა ჯაფარიძემ.