სალხინოს ტაძრის ეზოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

მარტვილში, სალხინოს ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში  მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა ნიკოლოზ დიასამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“შესწავლილ იქნა ინციდენტი, ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულ იქნა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც თავისთავად ცემას გულისხმობს. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები. დანარჩენ დეტალებზე, რაც გამოკვეთილი იქნება გამოძიების ფარგლებში, ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ მოგვიანებით. მიმდინარე ეტაპზე კითხვები რომ არ იყოს მიმდინარეობს დაკითხვა. ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არ არის”, – განაცხადა ნიკოლოზ დიასამიძემ.

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვის დაწყებამდე მონასტრის ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. სასულიერო პირების ნაწილმა, რომელიც ჭყონდიდის მიტროპოლიტ, მეუფე სტეფანეს არ ემორჩილება, ტაძარში ადგილობრივი ბიზნესმენის კლიმენტი კეკუტიას გამოჩენა გააპროტესტეს, შემდეგ კი მეუფე სტეფანეს ტაძრის შესასვლელთან დახვდნენ. მეუფე სტეფანე ტაძარში პოლიციის დახმარებით შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები