რიონის გუშაგი მარიტა მუსელიანი: ჩვენ ისედაც ვიცით რომ ხელშეკრულება უხარვეზოა

პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტროში გადაიტანეს აქცენტი, რომ ჩვენ დაგვიმტკიცოს ხელშეკრულების იურიდიული გამართულობა. ეს ჩვენ ისედაც ვიცით, რომ [კონტრაქტში] ხარვეზი შეიძლება არ იყოს, – ამის შესახებ რიონის გუშაგმა მარიტა მუსელიანმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, კონტრაქტის იუსტიციის სამინისტროს მიერ შესწავლა არ არის მთავარი საკითხი, რომელსაც რიონის ე.წ. მცველები ითხოვენ.

„ნაწილობრივი შემოთავაზება იყო მცდელობა იმისა, ხელისუფლებამ თქვას, რომ რაღაც ნაბიჯი გადმოდგა … პრინციპულად, იქ ჩვენი 30 ადამიანის გადაადგილება დაიშვება, ნაწილობრივ გაიხსნება ბარიერი და ესენი თუ იმუშავებენ, ეს არ ნიშნავს, რომ იქ იქნება ის სივრცე, რომელშიც სრულფასოვანი დიალოგი იქნებოდა შესაძლებელი,“ – თქვა მარიტა მუსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები