მიხეილ სარჯველაძე: რატომ სურს ნიკა მელიას ან მის თანამოაზრეებს, რომ ამ თემაზე რაღაც დამატებითი სპექტაკლები გათამაშდეს, ჩემთვის გაუგებარია
“რატომ სურს ნიკა მელიას ან მის თანამოაზრეებს, რომ ამ თემაზე რაღაც დამატებითი სპექტაკლები გათამაშდეს, ჩემთვის გაუგებარია”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ვინმესთვის მიზანია მისი გათავისუფლება ისე, რომ ეს რომელიმე პოზიციის გამარჯვებად არ ჩაითვალოს, ამის გარანტირება შეთანხმებით მოხდა.
„ოპონენტებისგან ვისმენ, რომ გირაოს თანხის გადახდა პრობლემას არ წარმოდგენს, თითქოს, მელიას თავისუფლება სურს, ეს ამბავი შეთანხმებულია და დისკუსია იმის თაობაზე, ვინ მართალია და ვინ არა, უნდა გამოირიცხოს. ყველა ჩვენს მოსაზრებაზე ვრჩებით, მაგრამ რატომ სურს ნიკა მელიას ან მის თანამოაზრეებს, რომ ამ თემაზე რაღაც დამატებითი სპექტაკლები გათამაშდეს, ჩემთვის გაუგებარია. თუ ვინმესთვის მიზანია მისი გათავისუფლება ისე, რომ ეს რომელიმე პოზიციის გამარჯვებად არ ჩაითვალოს, ამის გარანტირება შეთანხმებით მოხდა და ამ ფონზე დამატებითი მცდელობები მაინცდამაინც კეთილსინდისიერი მოტივებით ნაკარნახები არ უნდა იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.