თურქეთის საელჩო ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს თურქეთის საელჩო ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დღესასწაულს აღნიშნავს. როგორც „კვირას“ საელჩოდან აცნობეს, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელმა, დიდმა ლიდერმა, მუსტაფა ქემალ ათათურქმა 23 აპრილს თურქეთის დიდი ეროვნული კრება გახსნა, რის აღსანიშნავადაც ეს დღე ბავშვებს მიუძღვნა.

„23 აპრილი თურქეთის დამოუკიდებლობისა და ეროვნული სუვერენიტეტისათვის ბრძოლის სიმბოლოა. აქედან გამომდინარე, გვსურს, პატივი მივაგოთ საქართველოს იდენტობისათვის მებრძოლი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის ხსოვნას და ამ მიზნით, ყვავილებით შევამკობთ მის ბიუსტს, რომელიც საელჩოს შენობის გვერდით მდებაროებს”, – ნათქვამია თურქეთის საელჩოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები