იუსტიციის მინისტრი კარლ ჰარცელს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

“რატი ბრეგაძემ კარლ ჰარცელს მადლობა გადაუხადა ევროკავშირისა და აშშ-ის ძალისხმევით წარმატებით დასრულებულ მედიაციაში შეტანილი პერსონალური წვლილისთვის. აღინიშნა, რომ მიღწეული შეთანხმება შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას, მთელი ძალისხმევა მიმართოს მის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრისათვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები