ეკატერინე ტიკარაძე: “ბრიტანული შტამი” ქვეყანაში უკვე მასობრივად არის გავრცელებული

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი უკვე მასობრივად არის გავრცელებული.

“წინა კვირების განმავლობაში ჩვენ კონკრეტულად ვადგენდით, თუ რა რაოდენობის ბრიტანული შტამის მატარებელი გვყავდა ქვეყანაში, თუმცა, როგორც ბატონმა ამირანმა განაცხადა, ამ ეტაპისთვის აღარ არის ჩათვლილი საჭიროდ, რომ ჩვენ იდენტიფიცირება გავაკეთოთ, არის თუ არა ეს ბრიტანული შტამი, ვინაიდან ინფექციონისტების და ეპიდემიოლოგების დასკვნით, ქვეყანაში უკვე მასობრივად არის გავრცელებული და გაცილებით უფრო მეტი წილი უკავია ბრიტანულ შტამს, ვიდრე ეს იყო მეორე ტალღის დროს არსებული ინფექციის შტამი”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ “რუსთავი ორის” ეთერში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები