ძალადობა თბილისში – ახალგაზრდა კაცმა ორსულ ცოლს ხელი მოტეხა
თბილისში 30 წლამდე კაცმა ორსულ ცოლს სცემა და ხელი მოტეხა.
შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალი 3 თვის ორსულია.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კაცი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 126-ე მუხლით წარედგინა, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.