ანა ნაცვლიშვილი: ამნისტიის კანონი 20 ივნისის საქმეზე მსჯავრდებულ სამართალდამცავებს არ უნდა შეეხოს, ან ამისთვის უნდა არსებობდეს დაზარალებულთა თანხმობა
“ლელოს” წევრი, ანა ნაცვლიშვილის მიიჩნევს, რომ ამნისტიის კანონი 20 ივნისის საქმეზე მსჯავრდებულ სამართალდამცავებს არ უნდა შეეხოს, ან ამისათვის უნდა არსებობდეს დაზარალებულთა თანხმობა.
“ერთადერთი, რა საკითხზეც ჩვენ მხარს დავუჭერთ ამნისტიის განხორციელებას, ეს არის ამნისტია საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის საერთაშორისო უფლებების სრული დაცვით. ზოგადად, არ ვეთანხმებით სამართალდამცველებზე ამნისტიის გავრცელებას, მაგრამ თუ საერთოდ არ დარჩა სხვა გზა, ვიდრე ის, რომ ამნისტიით ეს მოხდეს, იმისთვის, რომ მივაღწიოთ ნიკა მელიას გამოშვებას, მხოლოდ დაზარალებულის თანხმობით ექნება სახელმწიფოს უფლება, ადამიანები მოყვნენ ამნისტიის ქვეშ”, – აცხადებს ნაცვლიშვილი.