გიორგი ვოლსკი: პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შემოვიდნენ პარლამენტში, გარკვეულწილად, კვლავ არიან მოქცეულები „ნაცმოძრაობის“ საკმაოდ ხისტი გავლენის ქვეშ
“პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შემოვიდნენ პარლამენტში, გარკვეულწილად, კვლავ არიან მოქცეულები „ნაციონალური მოძრაობის“ საკმაოდ ხისტი გავლენის ქვეშ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი, ვისაც შეიძლება, ეს დესტაბილიზაცია, დესტრუქციული გზით სიარული აწყობდეს, არის რუსეთის ფედერაცია.
„ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ ამ საერთო შეთანხმების გარკვეული პუნქტების გაუთვალისწინებლობა ნიშნავს იმას, რაც არაორაზროვნად ითქვა – ერთადერთი, ვისაც შეიძლება, ეს დესტაბილიზაცია, დესტრუქციული გზით სიარული აწყობდეს, არის რუსეთის ფედერაცია, რომელსაც თავისი სტრატეგიული ინტერესები აქვს რეგიონში.
მე მაინც მგონია, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შემოვიდნენ პარლამენტში, რომლებმაც გადადგეს ეს ნაბიჯი, გარკვეულწილად, კვლავ არიან მოქცეულები „ნაციონალური მოძრაობის“ საკმაოდ ხისტი გავლენის ქვეშ და ერიდებიან განცხადებას თავის პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების ინტერესებზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს – „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.