გიორგი ხელაშვილი: უნდა გავითვალისწინოთ შეთანხმების სულისკვეთება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს უთანხმოების დასრულება

“ველოდებით, რომ უახლოესი დღეებიდან პარლამენტში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი განახლდება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამოსავალი წერტილი უთანხმოების დასრულება უნდა იყოს.

„შარლ მიშელის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ძალიან დიდი მნიშვნელობისაა. მე გამოვყოფდი მის პირველი ფრაზას, რომელიც ასე ჟღერს – „ხელისმომწერი პარტიები ვითვალისწინებთ საერთო ინტერესებს იმისთვის, რომ დასრულდეს არსებული პოლიტიკური უთანხმოება“. ამიტომაც, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნებისმიერ პუნქტზე, უნდა გავითვალისწინოთ ამ შეთანხმების სულისკვეთება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს უთანხმოების დასრულება. როგორც იქნა, საერთაშორისო ჩარევის შემდეგ, ისინი მიხვდნენ, რომ ეს აუცილებელი იყო, რაც ძალიან კარგია და ჩვენ ველოდებით, რომ უახლოესი დღეებიდან პარლამენტში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი განახლდება“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები