ამირან გამყრელიძე: დღეს ქვეყანაში, ძირითადად, ბრიტანული შტამი ცირკულირებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში, ძირითადად, ბრიტანული შტამი ცირკულირებს.
„შარშან ამ დროს ან შემოდგომაზე რეინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო მსოფლიოში და ჩვენთანაც, ახლა რეინფიცირების შემთხვევების ალბათობა შეიძლება, გაზარდოს არა მარტო ბრიტანულმა, არამედ დღეს უკვე საუბარია ე.წ. ინდოეთის ორმაგ შტამზე, ბრაზილიურზე, სამხრეთ ამერიკულზე. საბედნიეროდ, ჯერჯერობით, ჩვენთან ეს შტამები, გარდა ბრიტანულისა, არ არის. დღეს ქვეყანაში, ძირითადად, ცირკულირებს ბრიტანული შტამი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.