ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საღამოს საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საღამოს საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება.

“მოგეხსენებათ, რომ სახეზეა ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება და ეპიდსიტუაციის გაუარესება როგორც საქართველოში, ისე  – მთელს მსოფლიოში. შესაბამისად, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვას. მკაცრი შეზღუდვების თავიდან აცილებისა და ეპიდემიოლოგიური ვითარების კიდევ უფრო დამძიმების თავიდან აცილების მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა საღამოს 9 საათიდან 5-საათამდე გადაადგილებასთან დაკავშირებით, ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა, რაც ნიშნავს, იმას რომ ისინი მუშაობენ მხოლოდ გატანის სერვისზე”, – განაცხადა ღიბრაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები