შარლ მიშელი – მელიას გათავისუფლებაზე: დარწმუნებული ვარ, ყველა აიღებს პასუხისმგებლობას, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულდეს
“დარწმუნებული ვარ, ყველა აიღებს პასუხისმგებლობას, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულდეს”, – ასე უპასუხა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკა მელიას გათავისუფლების თაობაზე დასმულ კითხვას.
შარლ მიშელის თქმით, სწორი ნაბიჯების გადადგმა შეთანხმების განხორციელებაა.
„ეს სანდოობის საკითხია. ჩვენ შევხვდით სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერს ბოლო დღეების განმავლობაში და მაქვს შთაბეჭდილება, რომ არსებობს ძლიერი პოლიტიკური ნება ნაბიჯების სწორი მიმართულებით გადასადგმელად და სწორი ნაბიჯების გადადგმა ამ შეთანხმების განხორციელებაა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.