კრწანისის რაიონის გამგეობაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

კრწანისის რაიონის გამგეობაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

თბილისის მერის მრჩეველმა, ნინო ბურძენიძემ გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მან შეხვედრის მონაწილეებს ბოლო პერიოდში, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და სამომომავლო გეგმები გააცნო, ასევე მათთან ერთად გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული საკანონმდებლო ვალდებულებები განიხილა.

შეხვედრაზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობასა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, კერძოდ, ძირითადი ცნებების განსაზღვრებებზე, გენდერულ როლსა და სტერეოტიპებზე, გენდერულ დისკრიმინაციაზე, ოჯახში ძალადობასა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმებზე ისაუბრეს. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრას კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები