გიორგი ვოლსკი: ჩვენ წამსვლელები ვართ, ეს ქვეყანა არის საზოგადოების და არა – პოლიტიკური პარტიების

“ჩვენ წამსვლელები ვართ, ქვეყანა რჩება და ეს ქვეყანა არის საზოგადოების და არა – პოლიტიკური პარტიების”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირისა და აშშ-ის ასეთი ინტენსიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვან, ისტორიულ შეფერილობას სძენს ამ პროცესს.

„რასაკვირველია, საქართველოს ისტორიის განმავლობაში უფრო მეტი საკვანძო, მძიმე თემა ყოფილა – ომები, სხვისი თუ საკუთარი ომები, მაგრამ რაც დღეს ხდება და რისი თანამონაწილეებიც გავხდით, არის გარკვეული ისტორიული მომენტი.თუ ჩვენ გადავხედავთ მსოფლიოს თუ რეგიონის მასშტაბით მიმდინარე პროცესებს, ამ მთლიან სურათში ევროკავშირისა და აშშ-ის ასეთი ინტენსიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვან, ისტორიულ შეფერილობას სძენს ამ პროცესს. ჩვენ წამსვლელები ვართ, ქვეყანა რჩება და ეს ქვეყანა არის საზოგადოების და არა – პოლიტიკური პარტიების. ამიტომ, უპირველესი მოთხოვნაა სტაბილურობაა“ – აღნიშნა ვოლსკიმ.

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს – „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები