გია ვოლსკი: ევროკავშირის ქვეყნები და ამერიკა საქართველოს განიხილავენ, როგორც საკვანძო გეოპოლიტიკურ პარტნიორს

“ევროკავშირის ქვეყნები და ამერიკა საქართველოს განიხილავენ, როგორც საკვანძო გეოპოლიტიკურ პარტნიორს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

მისივე თქმით, დასანანია, რომ საზოგადოების განწყობაზე უფრო იფიქრეს უცხოელმა პარტნიორებმა, ვიდრე – ოპონენტების დიდმა ჯგუფმა.

„სამწუხაროა, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ასეთი დიდი ძალისხმევა დასჭირდათ შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ ფაქტია, რომ ევროკავშირის ქვეყნები და ამერიკა საქართველოს განიხილავენ, როგორც საკვანძო გეოპოლიტიკურ პარტნიორს. არ არსებობდა, რომ, საბოლოოდ, ამ შეთანხმებისთვის არ მიგვეღწია. დასანანია, რომ საზოგადოების განწყობაზე უფრო იფიქრეს უცხოელმა პარტნიორებმა, ვიდრე – ოპონენტების დიდმა ჯგუფმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მეთაურობით“, –განაცხადა ვოლსკიმ.

ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ გუშინ ხელმოწერა გაიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები