ეკატერინე ტიკარაძე: ხვალ კოვიდსაბჭო დამატებით რეგულაციებსა და ღონისძიებებს განიხილავს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრემიერის მოწვევით ხვალ სხდომა გაიმართება, რომელზეც დამატებით რეგულაციებზე იმსჯელებენ.
„დღეს გვქონდა 1 790 ინფიცირება, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 000-ს აღემატება, რაც ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. მნიშვნელოვანია, რომ ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით. ხვალ პრემიერის მეთაურობით მოწვეულია კოვიდსაბჭო, სადაც განვიხილავთ იმ დამატებით რეგულაციებსა და ღონისძიებებს, რომელიც იქნება ეფექტური და რომლის გამოყენებაც განხორციელდება“, – განაცხადა მინისტრმა.