ვლადიმერ ბოჟაძე: ფორმალურად მაინც თუ უნდათ, შეინარჩუნონ ,,პროდასავლური ძალის” იმიჯი, დამატებითი პირობების გარეშე უნდა მოაწერონ დოკუმენტს ხელი

“ფორმალურად მაინც თუ უნდათ, შეინარჩუნონ ,,პროდასავლური ძალის” იმიჯი, დამატებითი პირობების გარეშე უნდა მოაწერონ დოკუმენტს ხელი”, – ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი – ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე წერს.

მისი თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა” მარტო დარჩა.

,,გაქცეული პრეზიდენტი და კოლექტიური ,,ნაციონალური მოძრაობა” მარტო დარჩა ევროკავშირის, ამერიკის, საკუთარი ამომრჩევლის წინააღმდეგ ბრძოლაში და გუშინ კიდევ ერთხელ ღიად დადასტურდა მათი რუსული თამაში. ახლა ფორმალურად მაინც თუ უნდათ, შეინარჩუნონ ,,პროდასავლური ძალის” იმიჯი, ყოველგვარი დამატებითი პირობების გარეშე უნდა მოაწერონ დოკუმენტს ხელი”, – წერს ბოჟაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები