კარლ ჰარცელი: მატარებელი მოძრაობს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი

“ოპტიმისტურად ვარ განწყობილი”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პარტიებს შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ მატარებელი მოძრაობს, რაც კარგია, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა, რომლის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები