ჰაიკო მაასი: მოსკოვი პროვოკაციებიდან თანამშრომლობაზე უნდა გადავიდეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები უკრაინის საზღვართან.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ვიდეოკონფერენციის დასრულების შემდეგ დაწერა.
“უკრაინელ პარტნიორებს მჭიდროდ ვუჭერთ მხარს. მოსკოვი პროვოკაციებიდან თანამშრომლობაზე უნდა გადავიდეს. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ გადაიხედება, ეს მკაფიოდ აღინიშნეა მინისტრ დიმიტრი კულებასთან საუბარში”, – დაწერა მაასმა.
მანამდე გახდა ცნობილი, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი კულება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველ დიპლომატებთან შეხვედრაზე ახალი სექტორალური სანქციების მომზადების წინადადებით გამოვიდა.