დაწესდება თუ არა ქვეყანაში ახალი შეზღუდვები – პაატა იმნაძის განმარტება
“თუ პირბადეების ტარების მაჩვენებელი არ მოიმატებს, თუ ისევ იქნება დიდი სუფრები, სიტუაცია გაუარესდება და სახელმწიფო იძულებული იქნება, დამატებითი შეზღუდვები შემოიღოს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ “კურიერთან” განაცხადა.
იმნაძის თქმით, ერთ- და ორკვირიანი მონაცემები არის მნიშვნელოვანი.
“სიტუაცია, სამწუხაროდ, ქვეყანაში მძიმდება. დადებითობის მაჩვენებელი, ისევე როგორც სხვა მაჩვენებელი უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის ინციდენტობა 100 000-ს მოსახლეზე, ყოველდღიური შემთხვევები და ყველა მაჩვენებელი. ერთ და ორკვირიანი მონაცემები არის მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, რეპროდუქციის ინდექსი. ყველა ეს მონაცემი, სამწუხაროდ, უარესდება. თუ პირბადეების ტარების მაჩვენებელი არ მოიმატებს, თუ ისევ იქნება დიდი სუფრები, რა თქმა უნდა, სიტუაცია გაუარესდება და სახელმწიფო იძულებული იქნება დამატებითი შეზღუდვები შემოიღოს,” – აღნიშნა პაატა იმნაძემ.