„ლელო“ მედიატორების მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს

პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ მედიატორების მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

,,დოკუმენტში არის გარკვეული საკითხები, რომლებიც უნდა დაზუსტდეს, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ პუნქტების შესრულება იყოს მედიატორების ყურადღების ქვეშ”, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. მას ხელი უკვე მოაწერა „ქართულმა ოცნებამ“ და „გირჩმა“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები