მიხეილ სააკაშვილი: გაუგებარია, რატომ არის 43 პროცენტი, ვვაჭრობთ? ორ კილო ყველს ვყიდულობთ?

“43 პროცენტი რა, ბაზარში ვართ, ვვაჭრობთ, ორ კილო ყველს ვყიდულობთ? რატომ 43 და არა 50 პროცენტი”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა მიშელის ახალ დოკუმენტზე საუბრისას ტელეკომპანია ,,მთავარის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, როგორც დოკუმენტში წერია, რვა პროფესიულ წევრს ნიშნავს ცესკო და რვავე „ქართული ოცნების“ წევრი იქნება.

„გაუგებარია, რატომ არის 43 პროცენტი და არ არის 50 პროცენტი. თუ ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერაზეა, 43 პროცენტი რა, ბაზარში ვართ, ვვაჭრობთ, ორ კილო ყველს ვყიდულობთ? რატომ 43 და არა 50 პროცენტი. ეს საკითხი ჩემთვის არის კითხვა. მეორე კითხვაა, 43 პროცენტი ვინ უნდა დაითვალოს? როგორც დოკუმენტში წერია, რვა პროფესიულ წევრს ნიშნავს ცესკო, ეს რვავე წევრი იქნება „ქართული ოცნების“ წევრი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა, რომლის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები