იაგო ხვიჩია: ელისაშვილმა ჩვენზე საშვი დაუშვა, ამიტომ, მის კრიტიკას ვერ დამაცდენინებთ
“ალეკო ელისაშვილმა ჩვენზე საშვი დაუშვა, რის გამოც მადლობლები ვართ. ამიტომ, ვერ დამაცდენინებთ ელისაშვილის კრიტიკას”, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, “გირჩს” თავისი მიზნები აქვს.
„ელისაშვილმა ჩვენზე საშვი დაუშვა, რის გამოც მადლობლები ვართ. ამიტომ, თქვენ ვერ დამაცდენინებთ ელისაშვილის კრიტიკას. მაგრამ ჩვენ ვართ ხალხი, რომლებმაც საბიუჯეტო დაფინანსებაზე, 3 მილიონ-ნახევარზე თქვა უარი. აქ სამუშაოდ მოვდივართ ისე, რომ გადასახადის გადამხდელის ხელფასს არ ვიღებთ. ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს, რომლებიც თუ განვახორციელეთ, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის კარგი იქნება. მაგრამ ყველა კრიტიკოსს ახსოვდეს, რომ ჩვენ ამ პარლამენტში ხელფასებს და პარტიულ დაფინანსებას არ ვიღებთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.