გიგი უგულავა ოპოზიციას “თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას” გარშემო გაერთიანებას ურჩევს

“ჩემი აზრით, დადგა დრო, ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ, გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ ნიკა მელიას გარშემო”, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ცალსახაა, რომ ბოიკოტი აღარაა საკმარისი საფუძველი მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული ოპოზიციის ერთიანობისთვის.

“ჩემი აზრით, დადგა დრო, ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ, გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო. ამისათვის მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს. წარმოუდგენელია, ერთდროულად ოპოზიცია იჯდეს პარლამენტში, ხოლო მელია – ციხეში.
ამასთანავე სრულიად ცალსახაა, რომ ბოიკოტი აღარაა საკმარისი საფუძველი მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული ოპოზიციის ერთიანობისთვის. ჩვენ ერთობის ახალი საფუძვლები გვჭირდება. ერთობის ეს ტესტი ჩვენ თავიდან უნდა ჩავაბაროთ. ამისთვის ერთობის ახალი საფუძვლები უნდა ვიპოვოთ”, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები