გივი მიქანაძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დებატები გაიმართება კოვიდ-პანდემიასა და რუსეთის მხრიდან ევროპისთვის მომდინარე საფრთხეებზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ის საკითხები დაასახელა, რომლებიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე განიხილება.
„დებატები გაიმართება თემაზე „კოვიდ-პანდემიის წინაშე მდგარი სახელმწიფოების გამოწვევები“ როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ასევე, ადამიანის უფლებების კუთხით. ამასთან, განვიხილავთ საკითხს, რომელიც რუსეთის მხრიდან ევროპისთვის მომდინარე საფრთხეებს ეხება. დღის ბოლოს იქნება მნიშვნელოვანი დებატები თემაზე „ეთნიკური უმცირესობების უფლებები ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში, სადაც მე გამოვალ სიტყვით. საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობას მიმოვიხილავ და მივაწვდი ინფორმაციას კოლეგა პარლამენტარებს“, – განაცხადა მიქანაძემ.
ცნობისთვის, დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იხსნება. კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკვე სტრასბურგშია. ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.