გიორგი ვოლსკი: ქვეყნისთვის პრინციპულ მომენტებში გიორგი გახარია მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგა

“ჩემს თვალში გიორგი გახარიას ორჭოფობა და გადაუწყვეტელობა საკმაოდ ცუდად ახასიათებს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გახარიამ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

„ქვეყნის ცხოვრებაში არსებობს პრინციპული მომენტები, როცა პრემიერმინისტრი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს, რაც მან ვერ გააკეთა. ნიკა მელიას მიმართ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება და მის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა პრემიერმინისტრმა უნდა აიღოს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა ან მან ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ სახელმწიფო სტრუქტურები არ არსებობენ, როგორც ეს მელიამ დააანონსა. აქედან გამომდინარე, ჩემს თვალში გიორგი გახარიას ორჭოფობა და გადაუწყვეტელობა საკმაოდ ცუდად ახასიათებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები