მასშტაბური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, მეტეხის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მეტეხის გვირაბში შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მასშტაბურ გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს იწყებს. დასუფთავების ღონისძიების ფარგლებში, გვირაბის შიდა და გარე პერიმეტრი გაიწმინდება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 16 აპრილის, 21:00-დან 17 აპრილის 03:00 საათამდე მეტეხის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

„თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტის მიერ სანიაღვრე ჭები გაიწმინდება და კომბინირებული სპეციალიზებული მანქანით, ქსელი გაირეცხება. გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომლები კი პროფილაქტიკურ სამუშაოებს ჩაატარებენ, რომლის ფარგლებშიც, ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები შეიცვალება.

ადგილზე მობილიზებული იქნება „თბილსერვის ჯგუფის“ 80-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები