კახა კუჭავა: ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა გვაქვს, მათ სურთ, საქართველო ძლიერი იხილონ
“ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა გვაქვს, მათ სურთ, საქართველო ძლიერი იხილონ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ სენატორებთან, ჯინ შაჰინსა და რონ ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საერთაშორისო პარტნიორებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.
„ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ერთ-ერთ მთავარ გზაზე ვდგავართ და ამ კუთხით ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ხელისუფლება იღებს, საერთაშორისო პარტნიორებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. მათ სურთ, იხილონ საქართველო ძლიერი, მათ სურთ, საქართველო იხილონ იმ გზაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. ყველა იმ დეტალზე ვისაუბრეთ, რომელიც მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. საუბარი არ ეხებოდა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ საკითხებს, რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო რეგიონულ ჭრილში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენებს. ვიმედოვნებთ, ისე როგორც ისინიც გამოხატავენ ამ პოზიციას, ეს არის პრობლემები რომლებიც შიგნით უნდა გადაწყდეს. მათი მხარდაჭერა ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა კუჭავამ.