გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი ცდილობს, როგორღაც თავი დააღწიოს მოლაპარაკებების მაგიდასთან მოსვლას
პარლამენტის ვიცესპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სააკაშვილი ცდილობს, როგორღაც თავი დააღწიოს მოლაპარაკებების მაგიდასთან მოსვლას.
„არც ვადამდელი და არც განმეორებითი არჩევნები სააკაშვილის ინტერესში არ შედის, აქედან გამომდინარე, ცდილობს, რომ რაც შეიძლება დიდი სტრესი შექმნას ყოველდღიური ცხოვრების ველზე და როგორღაც თავი დააღწიოს მოლაპარაკებების მაგიდასთან მოსვლას“, – განაცხადა ვოლსკიმ.