თეა წულუკიანი – ბესო ზანგურზე: კარგი იქნება, თუ დღესვე დატოვებს თეატრს

“კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური დღესვე დატოვებს თეატრს”, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, რობერტ სტურუას გათავისუფლება არ იგეგმება.

„გასაგებია, რომ 11 წლის წინ ქალები ვერ საუბრობდნენ ღიად, ჩვენ მსხვერპლს ვერასდროს ვუსაყვედურებთ, დროზე რატომ არ ილაპარაკა. ეს არასდროს სწორი და გამართლებული არ არის. რაც შეეხება ბატონ რობერტ სტურუას, პირდაპირ გეტყვით, როგოც კულტურის მინისტრი, რომ მისი გათავისუფლება არ იგეგმება. ეს არის ის ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს. კარგი იქნება, თუ მასზე თავდასხმას შევწყვეტთ. ორივე მხარემ საგამოძიებო ორგანოსთან უნდა ითანამშრომლოს, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ ბესო ზანგურს და კარგი იქნება, თუ ის დღესვე დატოვებს თეატრს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა გადაცემაში ,,ფარული კონვერტი” 11 წლის წინ მომხდარი ამბები გაიხსენა და ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური ძალადობაში ამხილა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები