ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკაში წარმატებას გუნდური თამაში განაპირობებს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი “ქართული ოცნებიდან” 6 დეპუტატის წასვლას გამოეხმაურა.
მისი თქმით, პოლიტიკაში წარმატებას გუნდური თამაში განაპირობებს.
„თითოეული ჩვენგანი, ვინც გუბერნატორები ვიყავით და შემდეგ გავხდით მაჟორიტარი დეპუტატები, ვიყავით საერთო გუნდის დამსახურებით. რა თქმა უნდა, ყველას პიროვნული თვისებები გაგვაჩნია, მაგრამ პოლიტიკაში წარმატებას გუნდური თამაში განაპირობებს”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.