თენგიზ ცერცვაძე – ვაქცინებზე: ჩინური უფრო უსაფრთხოა, ვიდრე – ახალი ტექნოლოგიებით დამზადებულები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჩინური ვაქცინა, რომელიც საქართველომ უკვე შეიძინა, უფრო უსაფრთხოა, ვიდრე  – ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინები, თუმცა, დაცვითი ეფექტი მათზე ნაკლები აქვს.

ცერცვაძე ფიქრობს, რომ საქართველო ჩინური ვაქცინის საერთაშორისო ავტორიზაციას უნდა დაელოდოს და შემდეგ უნდა მოხდეს მისი გამოყენება.

“რამდენადაც ის ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული, ანუ ის არის ინაქტივირებული ვირუსით დამზადებული ვაქცინა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით – ჯერ არ გვაქვს საკუთარი გამოცდილება, ეს ვაქცინა უსაფრთხოებით არ არის უარესი, პირიქით, უფრო უსაფრთხოა, ვიდრე  – ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინები, ხოლო დაცვითი ეფექტით რამდენადმე ჩამორჩება ახალი ტექნოლოგიებით დამზადებულ ვაქცინებს. მე მგონია, რომ ჩვენ დაველოდებით მის საერთაშორისო ავტორიზაციას და მერე გავუშვებთ ხმარებაში”, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები