ინდოეთში ერთ დღეში ინფიცირების 200 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 199 376 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს კიდევ ათასზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყებიდან ინფიცირებისა და გარდაცვალების დღიური მაჩვენებლის ანტირეკორდია.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მატება 36-ე დღეა, რაც შეინიშნება.

ბოლო სტატისტიკური მონაცემით, ინდოეთში პანდემიის დაწყებიდან უკვე 14 074 564 ინფიცირებული და 173 123 გარდაცვლილია, ვირუსი 12 429 564-მა ადამიანმა დაამარცხა.

ინდოეთი მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებლით მეორე ადგილზე იმყოფება, პირველ ადგილს აშშ იკავებს, სადაც 31 421 326 ინფიცირებული და 564 402 გარდაცვლილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები