ამირან გამყრელიძე: მეტ რისკს შეიცავს ის დიდი სუფრები, სადაც არსებული წესების დაცვა არ ხდება
“უფრო მეტ რისკს შეიცავს ის დიდი სუფრები, სადაც არსებული წესების დაცვა არ ხდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რესტორნები, სადაც რეგულაციების დაცვა არ ხდება, ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.
„რესტორნები, სადაც რეგულაციების დაცვა ხდება – მაგიდებს შორის ორმეტრიანი დისტანცია, 4 კაცი მაგიდასთან და ასე შემდეგ, ამ თვალსაზრისით ნაკლებად სარისკოა. უფრო მეტ რისკს შეიცავს ის დიდი სუფრები, სადაც ამ წესების დაცვა არ ხდება. გუშინაც დავასახელე 17-18 კლასტერი, უმრავლესობა სწორედ ამ ტიპის სუფრებთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.