სოფელ გუმათში „ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია დილიდან განახლდა – ,,ამ ფორმატში კომპანია „ენკა“ ნამოხვანის კასკადს ვერ ააშენებს”

სოფელ გუმათში „ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია დილიდან განახლდა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი გზის რკინის ბარიერებით გადაკეტვა მათ გეგმებს ვერ შეცვლის.

„ჩვენს გეგმებში ეს არაფერს არ ცვლის, ჩვეულებრივად გავაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს ხეობაში და ვიქნებით აქ, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. დამერწმუნეთ, რომ ამ ფორმატში კომპანია „ენკა“ ნამოხვანის კასკადს ვერ ააშენებს რიონის ხეობაში, ანუ თვითონ ეს პროცესი გამორიცხავს, რომ მშენებლობის პროცესი გაგრძელდეს. ახლა უმნიშვნელოვანესია ჩვენი საზოგადოების თანადგომა, რომ ვიყოთ რაც შეიძლება მეტი და მშვიდობიანად გავაგრძელოთ ის საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდით“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები