თამთა მეგრელიშვილი – ჩინურ ვაქცინაზე: ეს არის ჩვეულებრივი აცრა, რომელიც საკმაოდ ეფექტიანია

“ჩინური ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული. ეს არის ჩვეულებრივი აცრა, რომელიც საკმაოდ ეფექტიანია”, – ამის შესახებ იურისტი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დამატებით შეზღუდვებს საქართველოს ეკონომიკა ვერ გაუძლებს.

“საქართველოში კორონავირუსის 1374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.
სიტუაცია საგანგაშოა.
დამატებით შეზღუდვებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ხალხი ვერ გაუძლებს.
პანდემიამ მობილობა შეზღუდა, რის გამოც მთელს მსოფლიოში ტურიზმი ჩავარდა.
საქართველომ ამის გამო 2020 წელს, დაახლოებით, $3 მლრდ-ის შემოსავალი დაკარგა.
იმისათვის, რომ ტურისტები ისევ ჩამოვიდნენ, დასაქმება ისევ გაიზარდოს, ბიზნესმა ისევ იმუშაოს, საგარეო ვალი შემცირდეს და ჩვეულ ყოფას დროულად დავუბრუნდეთ აუცილებელია მოსახლეობა იყოს ვაქცინირებული.
კორონავირუსთან ბრძოლაში საჭიროა შეგნებული ერთობლივი და თანმიმდევრული ბრძოლა.
ან ყველანი ერთად მოვიგებთ, ან ყველანი ერთად დავმარცხდებით!
ყველა რეგულაციისა და წესის დაცვა სავალდებულოა.
ეპიდემიასთან ბრძოლაში ვაქცინაცია გამარჯვების გარდაუვალი მოთხოვნა და წინაპირობაა.
ბოლო დღეებში აქტუალურია ჩინური ვაქცინის თემა.
შევეცადე რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომეპოვებინა და ახლა ამას თქვენც გაგიზიარებთ:
✔️ჩინური ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული. ეს არის ჩვეულებრივი აცრა რომელიც საკმაოდ ეფექტიანია.
✔️40 ქვეყანაში მიმდინარეობს ჩინეთში დამზადებული ვაქცინით აცრა, აცრილია მილიონობით ადამიანი და არსად დაფიქსირებულა გვერდითი მოვლენა.
✔️ჩინური ვაქცინით იცრება აზერბაიჯანი (უკვე მილიონი მოქალაქე) გაერთიანებული საემიროები (დუბაი), თურქეთი
✔️ჩინური ვაქცინი ეფეტიანობა ოფიციალური მონაცემებით 78 % -ია შედარებისთვის ასტრაზენაკა – 70% ჯონსონი 66%
✔️არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ჩატარებული კვლევის თანახმად სინოფარმის ვაქცინის ეფქტიანობა 86 % -ია
✔️ჩინურ ვაქცინას ჯერ ჯერობით არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია, თუმცა ჯანმოს ავტორიზაცია არც მოდერნას ვაცქიანს აქვს, რომლითაც ვაქცინაცია შეერთებულ შტატებში მიმიდინარეობს.
✔️სინოფარმის ვაქცინის შეძენას გეგმას ჩეხეთის რეპუბლიკა.
✔️სერბეთმა უკვე მიიღო სინოფარმის 6 მილიონი დოზა
✔️2021 წლის 10 აპრილის მონაცემებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 774 მიიონი ჩინური ვაქცაინის დოზაა ადმინისტრირებული
✔️უნგრეთმა ჩინური ვაქცინის გამოყენება 21 თებერვლიდან დაიწყო. უნგრეთი პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ევროპის წამლის სააგენტოს ავტორიზაციის მინიჭებამდე დაიწყო ჩინური ვაქცინის გამოყენება.
გამოყენებულია 550 000 დოზა აპრილის ბოლომდე უნგრეთში მოხდება 1 მილიონი დოზის იპორტი.
#აცრაგვიცავსაიცერი”, – წერს მეგრელიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები