კელი დეგნანი: საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.
„არაჩვეულებრივი იქნებოდა, ყოფილიყო პირდაპირი ფრენები აშშ-სა და საქართველოს შორის. ვფიქრობ, საჭიროა შარშან დაწყებული მოლაპარაკებების აღდგენა. ბაზარი შეცვლილია და უნდა ვნახოთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება, რამდენად არის საკმარისი მოთხოვნა. თუმცა, ზოგადად, ეს არაჩვეულებრივი იქნებოდა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.