„ვერ ვიძლევი იმის გარანტიას, რომ სააკაშვილი არასოდეს წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე“

   ბრიუსელში სააგენტო „როიტერს“ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში კანონის უზენაესობის შესახებ ესაუბრა. „როიტერის“ ჟურნალისტის განცხადებით, ევროკავშირი შეშფოთებულია რამდენიმე ყოფილი მინისტრის და სხვა ოფიციალური პირების დაპატიმრებით. ჟურნალისტის განცხადებით, ზოგიერთები კი, იმასაც შიშობენ, რომ სააკაშვილიც მათ ბედს გაიზიარებს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველოს ახალი მთავრობა შერჩევით სამართალს არასოდეს მიმართავს, თუმცა მისი თქმით ის ვერაფრის გარანტიას იძლევა რადგან კანონზე მაღლა არავინ დგას.
„ საქართველოს ახალი მთავრობა არასოდეს მიმართავს შერჩევით სამართალს. მე ვერ ვიძლევი იმის გარანტიას, რომ სააკაშვილი არასოდეს წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე, რადგან, არავინ დგას კანონზე მაღლა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები