პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე “გირჩის” ინიციატივას ეხმაურება.
მისი თქმით, 7 პუნქტში შემავალი საკითხებიდან ნაწილის სერიოზულად განხილვა არ ღირს.
“ამ შვიდი პუნქტიდან ყველა არ არის ისეთი, რომელიც შეიძლება, სერიოზულად განსახილველად ღირდეს. სიმართლე გითხრათ, რაიმე კორელაციას ვერ ვხედავ იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და ამ არგუმენტებს შორის, თუმცა, გამიჭირდება თქმა, რომ ყველა პუნქტი გამორიცხულია, როგორც განსახილველი საკითხი. ვფიქრობ, საკითხი არასწორად არის დაყენებული, რომ ამ მოთხოვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში, თუნდაც ამას მოითხოვდეს სახელმწიფოს ინტერესი, ამ შემთხვევაში ბოიკოტის შენარჩუნება რა არგუმენტს ემყარება კარგად გასაგები არ არის”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, „გირჩმა“ შვიდი საკითხი დაასახელა და განაცხადა, რომ მათგან თუნდაც ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტის შემთხვევაში საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტს.