მიხეილ სარჯველაძე: არსებობს იმედის საფუძველი, რომ მოლაპარაკებები შედეგიანი შეიძლება, აღმოჩნდეს
“არსებობს იმედის ქონის საფუძველი, რომ მოლაპარაკებები შედეგიანი შეიძლება, აღმოჩნდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის რიგებში. ყველას ერთნაირი მზაობა არ აქვს.
„იმედიანად ვართ განწყობილნი და ეს იმედი იმის მიხედვითაა, თუ ვისზე ვსაუბრობთ ოპოზიციის რიგებში. ყველას ერთნაირი მზაობა არ აქვს, რომ მოლაპარაკებები შედეგიანად დასრულდეს. თუმცა, არსებობს იმედის ქონის საფუძველი, რომ მოლაპარაკებები შედეგიანი შეიძლება, აღმოჩნდეს. ალბათ, ეს არის მიზეზი, რის გამოც იმედიანად არიან განწყობილნი, სავარაუდოდ, ელჩებიც, პარტნიორები და გვესაუბრებიან იმასთან დაკავშირებით, რომ სასურველია, გადაიდგას ნაბიჯები მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულების მიმართულებით. მოვლენების დრამატული განვითარება მოსალოდნელი არ არის და საიმისოდ არ არსებობს წინაპირობები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.