მამუკა მდინარაძე: გილოცავთ, ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია – ახალი რეკორდი და 3 ოქროს მედალი

“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ქართველი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის მიერ მოსკოვში ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“გილოცავთ! ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია – ახალი რეკორდი და 3 ოქროს მედალი”,- წერს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოსკოვში ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა და ოქროს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატზე ტალახაძემ ატაცში 222 კილოგრამით კონტინენტის პირველობაზე ახალი რეკორდი დაამყარა. რუსეთის დედაქალაქში ამ წუთებში ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები