“არადა, იმ ჟურნალისტებს უკვირთ – ხალხს რატომ არ ვუყვარვართო” – გია გაბრიჭიძე ტვ “ფორმულას” და “მთავარი არხის” სიუჟეტებზე

ნაცტელევიზიები რაც არიან, ყველამ კარგად ვიცით. ასევე კარგად ვიცით მათი ჟურნალისტების “მუშაობის” სტილი – რაც შეიძლება მეტი ტალახი ისროლონ”, – ექსპერტი გია გაბრიჭიძე უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის წინააღმდეგ ტვ “ფორმულას” და “მთავარის” მიერ გაკეთებულ სიუჟეტებს “ფეისბუქში” ეხმიანება.

მისი თქმით, ამ ტალახის ჩამოწმენდა, ლევან რამიშვილისა და გიგა ბოკერიას მეცადინეობით მიღებული კანონმდებლობის “წყალობით” ფაქტობრივად შეუძლებელია.

ნაცტელევიზიები რაც არიან, ყველამ კარგად ვიცით. ასევე კარგად ვიცით მათი ჟუუუუუურნალისტების “მუშაობის” სტილი – ისროლონ რაც შეიძლება მეტი ტალახი, ხოლო ამ ტალახის ჩამოწმენდა, ლევან რამიშვილისა და გიგა ბოკერიას მეცადინეობით მიღებული კანონმდებლობის “წყალობით” ფაქტობრივად შეუძლებელია. ბევრს არ ვილაპარაკებ, რადგანაც ეს ყველაფერი უჩემოდაც იცით, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ სიბინძურეს და ცილისწამებას, რაც “ფორმულამ” და ცხადია “მთავარმა” ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პროფესიონალისა და წესიერი დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის წინააღმდეგ განახორციელეს. თან შეტევა პირდაპირ ოხანაშვილზე კი არა, მისი სიმამრის ბიზნეს-საშუალებებზე მიიტანეს. ცხადია ოხანაშვილმა ამ უსინდისობის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში საკადრისი გამოხმაურება გააკეთა და ორშაბათისთვის დოკუმენტებსაც წარმოადგენს, მაგრამ იმის იმედი, რომ ეს ქვასროლია “ტელევიზიები” ბოდიშს მოიხდიან, ან ე.წ კრიტიკული მედიიდან ობიექტურ მედიად გარდაიქმნებიან, ფაქტობრივად არ არსებობს და სამწუხაროდ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ სანამ კანონმდებლობა ამ მიმართულებით არ შეიცვლება (თუნდაც საფრანგეთის მსგავსად), ასეთი მაგალითები ბევრი იქნება. არადა იმ ჟუუუუურნალისტებს უკვირთ – ხალხს რატომ არ ვუყვარვართო“, – წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები