მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
მთავრობის ადმინისტრაციასთან საწვავის ფასების გაზრდასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა საწვავზე ფასების შემცირებაა.
“მეორე თვეა ვაპროტესტებთ გაძვირებული საწვავის ფასს. ჩვენ პროტესტს არ ექცევა ყურადღება, არც მთავრობისგან და არც შემომტანისგან. ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ საპარლამენტო დონეზე შეიქმნას კომისია, რომელიც დაარეგულირებს შემომტანების თვითნებობის საკითხს. ასევე, ვითხოვთ აქციზის გაუქმებას საწვავთან დაკავშირებით. თუ დღეს არ იქნება პასუხი და მთავრობა არ მოგვაქცევს ყურადღებას კარვებს გავშლით და ამ ფორმით გავაგრძელებთ პროტესტს. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება საპროტესტო აქციები გაგრძელდება”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირაკლი გოგოლაძემ.